შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

CLIENT II საერთაშრისო პარტნიორობა მდგრადი ინოვაციისათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროგრამის - ,,CLIENT II საერთაშრისო პარტნიორობა მდგრადი ინოვაციისათვის“ შესახებ.

CLIENT II მხარს უჭერს საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობას კლიმატის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით. CLIENT II დასაფინანსებლად განიხილავს გერმანიაში არსებული კომპანიების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუციების და მუნიციპალიტეტების საერთაშრისო კვლევით თანამშრომლობას. კონკურსის პირობების  მიხედვით, შესაძლებელია, რომ გერმანულ წარმდგენ ორგანიზაციას პარტნიორი მხარე  ჰყავდეს საქართველოდან. დაფინანსება გაიცემა სამწლიანი პროექტებისათვის. საერთაშორისო კვლევითი საპროექტო წინაადებების წარდგენა უნდა მოხდეს პროექტის გერმანელი კოორდინატორის მიერ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს  (BMBF) პროექტების მართვის სააგენტოში.

2017 წლისათვის საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

პროექტის დასაფინანსებლად საჭირო წინაპირობა მოიცავს შემდეგს:

  • პარტნიორ ქვეყანაში კვლევითი პროექტის განხორციელების აუცილებლობა;
  • მზაობა საერთაშრისო პარტნიორის  მიერ  ფონანსური კონტრიბუციის თაობაზე;
  • მინიმუმ ერთი (საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე) ინსტიტუციის ჩართულობა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან (სასურველია ეს იყოს კვლევითი ინსტიტუციები ან კომპანიები, რომლეთაც აქვთ კვლევის დეპარტამენტი).
  •  ყველა ჩართული მხარის  მიერ ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს პროექტის ფარგლებში პარტნიორების კომპეტენციებს, ვალდებულებებს, თანამშრომლობის პირობებს (ასეთი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის დაწყებიდან სულ გვიან 6 თვის შემდეგ).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ელ. ბროშურა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საკონტაქტო პირს:

Ms Anke Krüger 

Projektträger Jülich

Phone: +49 30 20199-3455

E-mail: an.krueger@fz-juelich.de