შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დაგეგმილია მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობის მეოთხე ერთობლივი ტრანსნაციონალური კონკურსის გამოცხადება

მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობამ (Sustainable Blue Economy Partnership - SBEP), რომელიც ხორციელდება ევროკომისიის Horizon Europe პროგრამის ფარგლებში, გამოაქვეყნა მეოთხე ერთობლივი ტრანსნაციონალური კონკურსის წინასწარი ანონსი.

კონკურსი მიზნად ისახავს 36-თვიანი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებას, კლიმატური ნეიტრალობის მიზნების მიღწევასა და ზღვისა და სანაპირო რეგიონების მდგრადობის გაძლიერებას.

კონკურსი მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას:

  • ლურჯი ეკონომიკის სექტორების მდგრადი ტრანსფორმაცია;
  • ზღვის სივრცის მართვის გაუმჯობესება ციფრული და ეკოსისტემური მიდგომების გამოყენებით;
  • საზღვაო ბიორესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა;
  • სანაპირო თემების მდგრადობის გაძლიერება ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარების გზით.

კონკურსის ოფიციალური გამოცხადება დაგეგმილია 2026 წლის 14 სექტემბერს, ხოლო წინასწარი საპროექტო განაცხადების წარდგენის ვადა (პროექტის კონცეფცია) არის 2026 წლის 16 ნოემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ SBEP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.