შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)

2019 წლის 11 თებერვალს, 15:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი ჯაბა სამუშია, რომელმაც მიმოიხილა ფონდისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების შესახებ.