ევროკომისიის გრანტი სამაგისტრო პროგრამების ინოვაციური ინტერდისციპლინარული მოდულებისთვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ექსპერიმენტული საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის გრანტის ფარგლებში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდულის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება 1.5 მილიონი ევროს ოდენობით.
მოდულის შექმნის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ა) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, იმუშაოს კულტურულ და შემოქმედებით სექტორში;
ბ) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორებთან კავშირის შედეგად, უნდა გაუმჯობესდეს ხელოვნების სწავლების ხარისხი;
გ) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებსა და ლექტორებში მეწარმეობის კულტურის განვითარებას;
დ) სასწავლო კურსი მიზნად უნდა ისახავდეს ინოვაციური სასწავლო გარემოს განვითარების სტიმულირებას;
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ოქტომბერი 23:00 (CET)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:
http://www.edu-active.com/grants/2017/jul/15/call-proposals-modules-master-degrees-arts-and-sci.html