შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს საგრანტო კონურსს ERC Starting Grant

საგრანტო კონკურსის -  ERC Starting Grant მიზანია, მხარი დაუჭიროს გამორჩეულ მეცნიერებს  თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც ისინი დამოუკიდებელად აყალიბებენ საკუთარი კვლევის გუნდსა თუ პროგრამას.  დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარმოაჩინოს კვლევის ნოვატორული ხასიათი, ამბიციური იდეა და გაწეროს სამეცნიერო პროექტის განხორციელების გეგმა.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსზე განაცხადის წარდგენა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. წარდგენილი პროექტის ფარგლებში კვლევა მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ  საპროექტო წინადადებების  დასაფინანსებლად შერჩევის პრინციპები და ამოცანები გაწერილია 2017 წლის სამუშაო პროგრამაში. 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია დოკუმენტში

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.