შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) Starting and Consolidator Grant Calls

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების Starting and Consolidator Grant 2019 - ის შესახებ.

ERC Starting Grant - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის, რომლებთაც გააჩნიათ 2-7 წლამდე გამოცდილება სამეცნიერო სფეროში (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან.

  • გრანტის ოდენობა - 1.5 მილიონი ევრო
  • პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი
  • ERC Starting Grant 2019 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ოქტომბერი.

პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.

ERC Synergy Grants - გრანტები  კვლევის ხელმძღვანელებისთვის (მაქს. რაოდენობა 4 ხელმძღვანელი), ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან. 

  • გრანტის ოდენობა - 10 მილიონ ევრომდე
  • პროექტის ხანგრძლივობა - 6 წელი
  • ERC Synergy Grant 2019 - აპლიკაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი.

პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.