შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

FES Regional Lab 2017: ახალგაზრდა ლიდერები სოციალურ და დემოკრატიულ სამხრეთ კავკასიისთვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „FES Regional Lab 2017: ახალგაზრდა ლიდერები სოციალურ და დემოკრატიულ სამხრეთ კავკასიისთვის“ შესახებ. „FES Regional Lab 2017“ ყვარელში, 2017 წლის 20-23 ივლისს, შეკრებს ახალგაზრდა ლიდერებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. ზაფხულის ლაბორატორია მიზნად ისახავს იდეებისა და ცოდნის მიმოცვლის პლატფორმის შექმნას, რეგიონისთვის აქტუალური სოციალური და დემოკრატიული გამოწვევების საპასუხოდ. პროექტი ხორციელდება Friedrich-Ebert-Stiftung (FES) -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, რომელიც, ასევე, დაფარავს ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს.

„FES Regional Lab 2017“-ის მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან. ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად, პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21 ივნისი. პროექტთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: event@fesgeo.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.