შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:

ა) მოკლევადიან ინდივიდუალურ ვიზიტს საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა);

ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებას.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!

კონკურსის ძირითადი პირობები

მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს:

  • კონფერენციისთვის – 45.000 ლარს;
  • სეზონური სკოლისთვის – 45.000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიებებისთვის – 60.000 ლარს.

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

შენიშვნა

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.

კონკურსი გამოცხადდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კონკურსის დებულების დამტკიცებისთანავე.

კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: mg@rustaveli.org.ge

ტელეფონის ნომერი: 2 200 220 (4133)