შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ კონკურსს

სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ გამოცხადდება 2017 წლის მაისის პირველ დეკადაში. კონკურსის დებულების გასაცნობად იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანება.

 კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

 გრანტის მიმღები:  ღია, საჯარო კონკურსის წესით გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის ძირითადი პერსონალი;

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს წელიწადში 100 000 ლარს საზღვარგარეთ წარმოებული კვლევითი პროექტისთვის და 70 000 ლარს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული კვლევითი პროექტისთვის.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს სამი წელი (36 თვე).

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დამტკიცებული  კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და კონკურსზე განაცხადის რეგისტრაციის პროცედურები.