ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის ერთობლივი პროექტის HISTOLAB Fellowship-ის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას , რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციას ისტორიის სწავლებაში ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად, იხილეთ ბმული. (https://www.coe-histolab.eu/activities/histolab-fellowship).
HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას.
HISTOLAB Fellowship პროგრამა მოიცავს ოთხი კვლევითი გრანტის დაფინანსებას 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში. კვლევის ანგარიში დასრულებული უნდა იყოს 2024 წლის 29 თებერვალს.
თითოეული შერჩეული HISTOLAB სტიპენდიანტი ისარგებლებს ფინანსური გრანტით, მაქსიმუმ 7 000 ევრო, კვლევისთვის და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის, რომელიც გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში. ის ასევე მოიცავს, სურვილისამებრ, კვლევით ვიზიტს ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში / გეორგ ეკერტის ინსტიტუტში.
აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე, ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.
განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისისა.