შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grant-ის 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის წევრების შესახებ

გამოქვეყნდა ERC Consolidator Grant 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის სია, რომელიც დამტკიცებულ იქნა ERC სამეცნიერო საბჭოს მიერ. სრული სია მოიცავს 25 პანელს, რომელიც სამ ძირითად მიმართულებადაა დაყოფილი: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, 10 პანელი ფიზიკის მეცნიერებასა და ინჟინერიაში და 6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

თითოეულ პანელს ჰყავს თავმჯდომარე. ინფორმაცია გამოქვეყნდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია პანელის წევრებისათვის შეკითხვებით მიმართვა განმცხადებლების ან ინსტიტუციების მიერ.  

შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

იხილეთ შემფასებელი პანელის წევრების სრული სია მოცემულ ბმულზე.