შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას IREX-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

IREX (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო), Carnegie Corporation of New York - ის მხარდაჭერით, ახორციელებს University Administration Support Program(UASP) -ს კვლევების მენეჯმენტში შემდეგი ქვეყნებისათვის: სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, განა, კენია, მოლდოვა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა და უკრაინა. ეს არის სასტიპენდიო პროგრამა და მისი  ხანგრძლივობა შეადგენს  6 კვირას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების ზედა და  საშუალო რგოლის წარმომადგენლებსაც. ისინი უნდა მუშაობდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც ფოკუსირებულია კვლევის მენეჯმენტსა და უმაღლესი განათლების რეფორმაზე.

განაცხადის წარდგენის დედლაინი არის მიმდინარე წლის 26 აგვისტო.

დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული სტიპენდიის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  https://www.irex.org/program/fellowship-opportunity-research-management