ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკო/პოლონეთის ერთობლივი სტიპენდიის შესახებ
იუნესკომ გამოაცხადა აპლიკაციების მიღება 2017 წლისთვის იუნესკო/პოლონეთის ერთობლივი სტიპენდიის მოსაპოვებლად. აღნიშნულ სტიპენდია მოიცავს საინჟინრო მიმართულებებს და ითვალისწინებს 6 თვიანი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას (2017 წლის 2 ოქტომბრიდან) კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროებში.
დანართად წარმოგიდგენთ პოლონური უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ კვლევით
დარგებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, აქვს შესაძლებლობა წარადგინოს აპლიკაციები ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით. ვინაიდან კონკურსი არის ღია, აპლიკაციების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტაცია იუნესკოს უნდა მიეწოდოს მყარი ვერსიით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მასალის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 3 აპრილი.
სრული ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ განთავსებულია მისამართზე:
http://www.unesco.org/new/en/fellowships/programmes/unesco-poland-co-sponsored-fellowshipsprogramme-engineering/
დანართი : საინფორმაციო მასალა 1, 2, 3 და სააპლიკაციო ფორმა.