შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კლასტერის მენეჯერების სემინარის შესახებ

სახელმწიფო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და პროგნოზის ინსტიტუტი - უკრაინის ეროვნული მეცნიერების აკადებია“, პორტუგალიის ინოვაციების საზოგადოებასთან და გერმანიის აერონავტიკისა და კოსმოსის ცენტრთან ერთად გიწვევთ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე „კლასტერის მენეჯერების სემინარი“. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 15 თებერვალს, კიევში, 09:00-დან 17:00-მდე.

სემინარი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის, „Horizon 2020“-ის ორი პროექტის: შავი ზღვის ჰორიზონტის (https://blacksea-horizon.eu/) და უკრაინის კვლევის გაძლიერებისა და ინოვაციის (https://ri-links2ua.eu/) ჩარჩოში.

ღონისძიების მიზნებია შერჩეული კვლევითი ინდუსტრიის კლასტერებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა და შესაბამის კლასტერების დაარსება, მართვა, ინტერნაციონალიზება და მათ შენარჩუნებაზე რეკომენდაციების გაცემა.

სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია უფასო რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://web.spi.pt/blacksea/registration.html