შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას “Marine Navigation and Safety of Sea Transportation” საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

მიმდინარე წლის 21-23 ივნისს პოლონეთში, ქ. გდინიაში გაიმართება მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია საზღვაო ნავიგაციაზე და საზღვაო ტრანსპორტირების უსაფრთხოებაზე,

კონფერენცია ორგანიზენულია გდინიას საზღვაო უნივერსიტეტის ნავიგაციის ფაკულტეტისა და საზღვაოსნო  ინსტიტუტის მიერ. კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერები და ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ცოდნასა და კვლევის შედეგებს საზღვაო ტრანსპორტირების უსაფრთხოებასთან და ნავიგაციასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილეობა შეგიძლიათ ნაშრომის (paper) გაგზავნის შემდეგ.

ნაშრომის გაგზავნა შესაძლებელია 2017 წლის აპრილის ბოლომდე. გაგზავნილი ნაშრომები, შემოწმების შემდეგ, გამოიცემა ჟურნალში TransNav (http://transnav.eu). კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, ასევე, შესაძლებელია ნაშრომის გარეშეც, თუმცა, პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც ნაშრომი წარადგინეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონფერენციის მდივანს, ტომასზ ნოიმანს. ტელეფონი: +48585586168; ელ-ფოსტა: transnav@am.gdynia.pl.

კონფერენციის ვებ-გვერდი: http://transnav2017.am.gdynia.pl/