ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „მდგრადი ჰიდროენერგიების შესახებ ტრენინგ სკოლის“ შესახებ
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „მდგრადი ჰიდროენერგიების შესახებ ტრენინგ სკოლის“ შესახებ, გასულ წელს საქართველო გახდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიებში თანამშორმლობის ევროპული ასოციაციის COST-ის სრულუფლებიანი წევრი.
აღნიშნული ორგანიზაცია COST Actions (აქციების) მეშვეობით მხარს უჭერს მკვლევრებს შორის საერთო ინტერესის სამეცნიერო-კვლევით თემებზე, საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების გაძლიერებასა და გაფართოებას.
რუმინეთში მიმდინარე წლის 9-12 მაისს აქციის ფარგლებში იგეგმება „მდგრადი ჰიდროენერგიების შესახებ ტრენინგ სკოლის“ ჩატარება, რომელიც განკუთვნილია ამ თემებზე მომუშავე დოქტორანტი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი.