შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 წლის 20-21 სექტემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016). 

მნიშვნელოვანი თარიღები:

მოხსენებების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 აგვისტო

მოხსენებების მიღების შესახებ შეტყობინება: 2016 წლის 1 სექტემბერი

მოხსენებების სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 ოქტომბერი  

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს http://halc.ibsu.edu.ge/index.php, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საჭირო ინფორმაციას, ან მოგვწეროთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე: halc@ibsu.edu.ge.