შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაცის ჰორიზონტი 2020-ს ფარგლებში საჯარო კონსულტაციის შესახებ

ევროკომისიამ გადაწყვიტა დაინტერესებულ მხარეებისთვის  საჯარო კონსულტაციების გამართვა, რომელიც შეეხება  ჰორიზონტი 2020-ს შუალედურ შეფასებას. ეს შუალედური შეფასება ხელს  უწყობს ჰორიზონტი 2020-ს ფუნქციონირებას, და ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია  ევროკავშირის მომავალი კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მზადების პროცესისთვის.

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა  77  მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები.

საჯარო კონსულტაცია ჰორიზონტი 2020-ს შუალედური შეფასების შესახებ ღიაა 2017 წლის 15 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ასევე, იხილეთ ლინკი