შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„გააუმჯობესე შენი კვლევა“ (EYR) – EaP 2017-ის პროგრამა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „გააუმჯობესე შენი კვლევა“ (EYR) პროგრამის შესახებ. აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირების პროექტი (EaPConnect), საერთაშორისო კვლევისა და განვითარებული კომპიუტერული ქსელის პოზიტიური ეფექტების პოპულარიზაციისთვისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მკვლევრების საზოგადოებისთვის შესაძლებლობის შექმნისთვის თანამშრომლობს წამყვან პარტნიორებთან პროგრამაში „გააუმჯობესე“ შენი კვლევა“.

პროგრამა იწვევს მკვლევრებსა და მათ პარტნიორებს მეცნიერების ყველა დარგიდან, გამოაგზავნონ საპროექტო განაცხადები ინტერნეტზე წვდომისა და ტექნოლოგიების როლზე კვლევის პროცესის გაუმჯობესებაში. პროგრამა ღიაა ნებისმიერი ტიპის მეცნიერთა გუნდისთვის, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მეცნიერებისთვის ტექნოლოგიების კვლევაში გამოყენების საკითხში.

თუ თქვენი საპროექტო განაცხადი შეირჩევა პროგრამისთვის, თქვენ შეძლებთ თქვენი პროექტი წამოადგინოთ 27-28 სექტემბერს მინსკში, EaPConnect-ის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთის პარტნიორობის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის კონფერენცეაში EaPEC2017.

კონკურსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად გაეცანით შემდეგ ვებ-გვერდს: https://blacksea-horizon.eu/object/news/723