შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოფენა -

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2015 წლის ახალგზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის "XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში მიმდინარე გამოფენის შესახებ. 

გამოფენა გახისნება 2017 წლის 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მის. დადიანის 28.

"ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისსახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნადისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკლვეული ფენომენი.

ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად  გამოვლენილიმდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედია საშუალებები, რომლის მეშვეობითაც დამთავლიერებლის თვალწინგაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმ პერიოდის ვერცხლში ასახულიისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები.

გამოფენის კურატორი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  ანა შანშიაშვილი.