შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარების (SBEP)“ კონკურსი

 

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში მოქმედი მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობის (SBEP) მე-4 ერთობლივი ტრანსნაციონალური კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია 36-თვიანი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზღვებთან, ოკეანეებსა და სანაპიროებთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის მდგრად განვითარებას, ასევე მწვანე და ციფრულ გარდაქმნას.

კონკურსი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ლურჯი ეკონომიკის სექტორების გარდაქმნა მდგრადობისა და სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად;
  • ზღვის გამოყენების მართვის გაუმჯობესება ციფრული და ეკოსისტემებზე დაფუძნებული მიდგომებით;
  • ზღვის ბიორესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა წარმოებისა და მოპოვების ინოვაციური მეთოდებით;
  • სანაპირო თემების მედეგობის გაძლიერება ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარების გზით.

 

ვის შეუძლია კონკურსში  მონაწილეობა?

საქართველოს კვლევით ჯგუფებს კონკურსში მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმის შემადგენლობაში შეუძლიათ. კონსორციუმი უნდა აერთიანებდეს, სულ მცირე, სამი ქვეყნის შესაბამის პარტნიორებს, რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ მინიმუმ სამი მონაწილე დამფინანსებელი ორგანიზაციისგან. საქართველოს კვლევითი ჯგუფისთვის ასეთი დამფინანსებელი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საერთაშორისო პარტნიორების მოსაძიებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ SBEP-ის პარტნიორთა მოძიების პლატფორმა

 

საკონკურსო ვადები

  • კონკურსის გამოცხადება - 2026 წლის 14 სექტემბერი, 15:00, ბრიუსელის დროით;
  • წინასწარი განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 16 ნოემბერი, 15:00, ბრიუსელის დროით;
  • სრული განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2027 წლის 14 ივნისი, 15:00, ბრიუსელის დროით.

 

2026 წლის 29 სექტემბერს ჩატარდება საერთაშორისო საინფორმაციო ვებინარი დაინტერესებული პირებისთვის

 

ქართველი მონაწილეებისთვის

ქართველმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ როგორც SBEP-ის საერთაშორისო, ისე რუსთაველის  ფონდის ეროვნული სააპლიკაციო პროცესი. ფონდის მიერ კონკურსი და განაცხადების მიღება მოგვიანებით გამოცხადდება. შესაბამისი პირობები, ვადები და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე.

 

გთხოვთ იხილოთ კონკურსის სრული პირობები და სააპლიკაციო ინფორმაცია