გამოცხადდა მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობის რეგიონული პორტფელების პირველი კონკურსი
მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობა (Sustainable Blue Economy Partnership - SBEP) აცხადებს რეგიონული პორტფელების პირველი ტალღის ფარგლებში ინტერესის გამოხატვის კონკურსს, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ატლანტის ოკეანის რეგიონულ პორტფელებს.
კონკურსის მიზანია შესაბამისი თემატიკის მიმდინარე, ეროვნული, რეგიონული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გაერთიანება, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილებისა და მონაცემების გაცვლის ხელშეწყობის, ასევე მათი გავლენის გაძლიერების მიზნით როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ დონეზე.
შავი ზღვის რეგიონული პორტფელის თემაა: „შავი ზღვის შესახებ ცოდნის ხარვეზების აღმოფხვრა: ინფორმაცია, მონაცემთა გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკა კლიმატის ცვლილების კონტექსტში“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ოქტომბერი, 15:00 საათი (CET). კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ფინანსდებიან ეროვნული, რეგიონული ან ევროკავშირის საგრანტო პროგრამების ფარგლებში და აკმაყოფილებენ კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსის პირობებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია SBEP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.