შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ფონდისთვის „ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის“

გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (Physikalisch-Technische Bundesanstalt|PTB) აცხადებს კონკურსს წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის „ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის“ (QI4GT).

 ფონდი შეიქმნა PTB-ის რეგიონალური პროექტის „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ. ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს პერსპექტიულ იდეებს ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებიდან, რომლებიც განხორციელდება მესამე მხარეებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: ასოციაციები, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.

 კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა საქართველოში PTB-ს ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ესენია:

1. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“https://gac.gov.ge/ge

საკონტაქტო პირები:

  • სალომე გულბანი, ხარისხის მენეჯერი, ელ. ფოსტა: gulbani@gac.gov.ge
  • მარიამ მაისურაძე, უფროსი სპეციალისტი/წამყვანი შემფასებელი, ელ. ფოსტა: maisuradze@gac.gov.ge

 2. სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ - https://geostm.ge/

 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ისევე როგორც მაგალითები მწვანე ტრანსფორმაციისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის (მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება) საკითხებზე იხილეთ შემდეგ ბმულზე https://www.eastern-partnership.ptb.de/about-the-project/activities/ptb-fund-quality-infrastructure-for-green- transformation-qi4gt/

 ტექნიკური დავალება და განაცხადის ფორმა თანდართულია.

 კითხვა-პასუხის სესია ონლაინ რეჟიმში გაიმართება შემდეგ ბმულზე https://us06web.zoom.us/j/89000183816

  1. 13 თებერვალს, 14 საათზე(თბილისის დროით)
  2. 12 მარტს, 14 საათზე (თბილისის დროით)

შეკითხვების გამოგზავნა ასევე შეიძლება ელ. ფოსტის მისამართზე: eastern-partnership@ptb.de

 წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.