შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

''ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის სემინარი “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“

''ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლისთვის დიდი პატივია მოგიწვიოთ სემინარზე: “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“/ “Preparation of Young Researchers for the Upcoming Academic Year under Marie Sklodowska Curie Actions“.

სემინარი გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება — MSCA ახალგაზრდა მკვლევრებს და დაგეხმარებათ, ერთობლივად გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისთვის.  

სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში მათი დოქტორანტების ჩართვაში. სემინარის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს განაცხადის წერის სამუშაო აქტივობას, რომელიც მსმენელს წარმატებული განაცხადის ფორმულირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. 

 

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია ონლაინ ფორმატში:

https://us06web.zoom.us/j/88597624559?pwd=RFFZM3NSNjFtZWsrTkN1TnRIRm9odz09

 

(დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და ლიმიტის მიღწევის შემთხვევაში ავტომატურად შეიზღუდება შეხვედრაზე დასწრება)

თარიღი: 7 ივლისი, 2022 წელი

საათი: 10:00

იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი

 

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ.  

თეონა მაისურაძე, ეროვნული საკონტაქტო პირი 

E-mail: tmaisuradze@rustaveli.org.ge  

Mobile: +995 593305600