გიწვევთ ამიერკავკასიაში "პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე კოგნიტური დარღვევების შესახებ"
2024 წლის 6 და 7 სექტემბერს გიწვევთ ამიერკავკასიაში „პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე კოგნიტური დარღვევების შესახებ" სასტუმრო „თბილისი მარიოტში" (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N13). სიმპოზიუმი ტარდება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
მომხსენებლები არიან დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ისაუბრებენ პერიოპერაციულ კოგნიტიურ დარღვევებზე, დემენციაზე, დელირიუმზე, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე.
მსგავსი ტიპის კონფერენცია პირველია ამიერკავკასიაში და იგი ტარდება ევროპის ანესთეზიოლოგთა და ინტენსიური თერაპიის (ESAIC) და ნევროლოგთა აკადემიის (EAN) ეგიდით; აკრედიტირებულია ევროპის სამედიცინო სპაციალობების გაერთიანებისა (UEMES) და უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. კონფერენციის მომხსენებლები არიან ექსპერტები ავსტრალიის, ამერიკისა და ევროპის კონტინენტის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა სიდნის, ჰარვარდის, კორნელის, ვანდერბილთის, ლივერპულის, ბონისა და მაგდებურგის სამედიცინო, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სკოლის წარმომადგენლები; კონფერენციის მიზანია საქართველოში აღნიშნული დარგის დანერგვა, უახლესი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციისა და თანამედროვე კვლევის შედეგების ქართული ბიო-სამედიცინო და ფსიქოლოგთა საზოგადოებისთვის გაზიარება, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლობითი კლინიკური და სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება.
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ-გვერდს: http://www.iscd2024.org