გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის - “Grants for Networking” ბოლო რაუნდის შესახებ.
კონკურსის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მკვლევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საშუამავლო ღონისძიებებისა (brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში (preparatory meetings).
საშუამავლო ღონისძიება (Brokerage event) გულისხმობს სამუშაო შეხვედრას კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარების/გაღრმავების მიზნით საერთაშორისო მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის სამუშაო შეხვედრას (იხ. ვიდეო).
მოსამზადებელი შეხვედრა (preparatory meeting) საშუალებას აძლევს მკვლევრებს მოამზადონ და წარადგინონ ერთობლივი განაცხადები „ჰორიზონტი 2020“-ში.
აღსანიშნავია, რომ მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა “SPIRE”-ის კონკურსებს, და შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას.
იხილეთ EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- განაცხადის წარდგენის გზამკვლევი;
- განაცხადის ფორმა საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის;
- განაცხადის ფორმა მოსამზადებელ შეხვედრაზე მონაწილეობისათვის;
- მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მოტივაციის წერილი;
- საშუამავლო შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა;
- მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მაისი.
დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ივლისამდე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სასურველია, განაცხადის ფორმა გაგზავნილ იქნეს ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადები ელექტრონულად უნდა გაუგზავნოთ პროგრამის კოორდინატორებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს ფონდში:
მარიამ ქებურია: keburia@rustaveli.org.ge
თამთა შკუბულიანი: tshkubuliani@rustaveli.org.ge
გიორგი წოწორია: tsotsoria@rustaveli.org.ge
EaP Plus პროექტის მხრიდან ჩართულ საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E-mail: margit.david@rcisd.eu (Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD).
აღნიშნული საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებაზე დასწრებისათვის ხარჯები EaP PLUS პროექტში ჩართული ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად.
იხილეთ ბმულები დაგეგმილი ღონისძიებებისა და კონკურსების შესახებ:
- EU Raw Materials Week 2018
- Smart City Expo World Congress
- Water Knowledge Europe 2018
- GREEN DAYS - Pollutec Fair
- Sharing Islands - Sharing Economy Conference
- Bioregate Forum
- ERC Consolidator Grants Call 2019 Open
- EIC Horizon Prize for 'Blockchains for Social Good'
- FET ERA-NET Cofund
- Horizon prize for CO2 reuse
- Support to JPI Urban Europe
- Twinning
- Submit your COST Action proposal until 29 November 2018
სხვა საშუამავლო ღონისძიებები: http://een.ec.europa.eu/tools/services/EVE/Event/ListEvents
სხვა კონკურსები: https://www.eap-plus.eu/object/call/231
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ გზამკვლევს.