შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020-ის ჯანდაცვის საპარტნიორო დღე 2016

2016 წლის 7 ივლისს, ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების: Health-NCP-Net 2.0-სა და Fit for Health 2.0-ის მიერ ორგანიზებული საპარტნიორო ღონისძიება ჯანდაცვის დარგში. ღონისძიების მიზანია მომავალ აპლიკანტებს დაეხმაროს 2017 წლის ჯანდაცვის დარგში გამოცხადებული კონკურსებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში. შეხვედრაში მონაწილეობა არ ითხოვს სარეგისტრაციო თანხას, თუმცა მგზავრობის და ბრიუსელში სასტუმროში განთავსების თანხები მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ.

ხაზგასასმელია, რომ 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამა- „ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა“ დაიწყო და განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 29 ივლისს.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი საერთო თემით დაინტერესებულ მონაწილეებს შორის ორმხრივ შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მონაწილეებს საშუალებას მისცემს თავიანთი საპროექტო იდეები 5-წუთიანი პრეზენტაციების საშუალებით წარადგინონ.

საპარტნიორო ღონისძიება გათვალისწინებულია სხვადასხვა დაინტერესებული/სამიზნე ჯგუფისათვის: კვლევითი ორგანიზაციები, კომპანიები, უნივერსიტეტები და ა.შ.

რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ მიმდინარე წლის  2 ივნისამდე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.