შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020-ის კოსმოსის სამუშაო პროგრამის საინფორმაციო დღე და საშუამავლო ღონისძიება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 13-14 დეკემბერს ქ. ვარშავაში, პოლონეთში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

COSMOS2020 - ჰორიზონტი 2020-ის კოსმოსის მიმართულებით პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP) ევროკავშირის კვლევის პროგრამებში, ევროკომისიის მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს 2018-2020 წლებში ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში კოსმოსის მიმართულებაში დაგეგმილ კონკურსებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაინტერესებული მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობას. გარდა ამისა, შეხვედრა მიმოიხილავს კოსმოსის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამასა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ინდუსტრიის, მცირე და საშუალო მეწარმეების ასოციაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის.

ღონისძიება ჩატარდება კოპერნიკუსის სამეცნიერო ცენტრში, ვარშავაში.

I საინფორმაციო დღე და საშუამავლო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 13 დეკემბერს.

II საინფორმაციო დღე და ტექნიკური ვიზიტი გაიმართება 2017 წლის 14 დეკემბერს.

დარეგისტრირება შესაძლებელია მოცემული ბმულის მეშვეობით.

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ 2018-2020 წლების კოსმოსის სამუშაო პროგრამა.