შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC)“

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დივიზიის, „ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC)“ შესახებ.

პროგრამა მიზნად ისახავს ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით სამოქალაქო და სამხედრო პირების ცოდნის, ცნობიერებისა და კომპეტენციის ამაღლებას სხვადასხვა დისციპლინებსა და მიმართულებებში.

პროგრამა მოიცავს აქტივობების სამ ძირითად კომპონენტს:

  • ტრენინგები;
  • ინდოელი დარგობრივი ექსპერტების მიერ საექსპერტო მომსახურების გაწევა;
  • სასწავლო ვიზიტები.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს: 032 294 50 01.