ინფორმაცია COST –ინფორმაცია European CO-operation in Science and Technology- ასოციაციის ვაკანსიის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას COST – European CO-operation in Science and Technology- ასოციაციის ვაკანსიის შესახებ Science Officer -ის პოზიციაზე. Science Officer -ის ძირითადი მოვალეობა გახლავთ COST-ის სააპლიკაციო პროცესების, მათი შეფასების პროცესის, შერჩევისა და დამტკიცების (SESA) პროცედურების კოორდინირება და სხვა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი, CV ინგლისურად (მაქს.2 გვერდი) და სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე - job@cost.eu არა უგვიანეს მიმდინარე წლის 23 ივნისისა. სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის ნომერი - RSO2023.2.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.