შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია ENRICH-TOGETHER პოსტდოქტორალური სტიპენდიის პროგრამის მესამე და საბოლოო კონკურსის თაობაზე

 

გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია ENRICH-TOGETHER პოსტდოქტორალური სტიპენდიის პროგრამის მესამე და საბოლოო კონკურსის თაობაზე, რომელსაც ახორციელებს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University (METU)) TÜBİTAK-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს გამორჩეულ პოსტდოქტორანტ მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ მწვანე და ლურჯი ტრანზიციის მიმართულებებით, ამავდროულად ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და ტალანტების მობილობას.

პირველი და მეორე კონკურსების წარმატებით დასრულების შემდეგ - რომლის ფარგლებშიც მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო მკვლევრები შეუერთდნენ METU-ს კვლევით ეკოსისტემას - საბოლოო კონკურსი უკვე ღიაა.

კონკურსის ფარგლებში:

  • შერჩეული იქნება 7 პოსტდოქტორანტი;
  • სტიპენდიატები დასაქმდებიან METU-ში 24 თვის ვადით;
  • კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მობილობის წესს (ანუ ბოლო 36 თვის განმავლობაში თურქეთში არ უნდა ჰქონდეთ გატარებული ან ძირითადი საქმიანობა შესრულებული 12 თვეზე მეტი ვადით).

შერჩეული სტიპენდიატები:

  • ითანამშრომლებენ METU-ის 90-ზე მეტ გამოცდილ აკადემიურ პერსონალთან;
  • ისარგებლებენ სპეციალურად მათზე მორგებული სასწავლო პროგრამებით;
  • მიიღებენ მონაწილეობას ინსტიტუციათაშორის კვლევით ვიზიტებსა და ქსელურ აქტივობებში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი 2026, 17:00 (TRT, GMT+3)
დასაწყების მაქსიმალური თარიღი: 30 სექტემბერი 2026

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
პროგრამის ვებგვერდი: https://enrichtogether.metu.edu.tr/
კონკურსის განცხადება: https://euraxess.ec.europa.eu/jobs/funding/enrich-together-postdoctoral-research-opportunity-field-green-and-blue-transition-1

განახლებები ასევე ხელმისაწვდომია სოციალურ მედიაში:
https://twitter.com/enrichmetu
https://www.instagram.com/enrichmetu/
https://www.linkedin.com/in/enrichmetu/