შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია გოტინგენის უნივერსიტეტის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის 2 ვაკანსიის შესახებ

რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას: ჯორჯ-აუგუსტის გოტინგენის  უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD)  თანამშრომლობით, იწვევს აპლიკანტებს  საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტიპენდიების (1200 ევრო ყოველთვიურად) მოსაპოვებლად, რომელიც 2021 წლის 1 მაისი - 1 ოქტომბრის პერიოდში დაიწყება. დაფინანსების თანხებს DAAD-ი  უზრუნველყოფს სამი წლის განმავლობაში. სტიპენდიის გარდა, დაფინანსება მოიცავს ფიქსირებულ თანხას სამგზავრო ხარჯების, ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის, ასევე,  შენატანს კვლევის ხარჯებში.  აპლიკაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.math.uni-goettingen.de/phdscholarship