შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია საჯარო კონსულტაციების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საჯარო კონსულტაციების შესახებ, რომელიც შეეხება  ევროკავშირის ფონდებს (EU funds) ინვესტიციების, კვლევისა და ინოვაციების, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და ერთიანი ევროპის ბაზარის მიმართულებით. ევროკომისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს/ ორგანიზაციას, ჩაერთოს საჯარო კონსულტაციის პროცესში.

აღნიშნული კონსულტაცია წარმოადგენს ევროკომისიის მიერ საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვის განუყოფელ ნაწილს და მისი მიზანია შეინარჩუნოს ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება.

კითხვარი ხელმისაწვდომია ევროპის 23 ენაზე.

საკონსულტაციო პერიოდი: 10 იანვარი - 8 მარტი 2018 წელი

დამატებით ინფორმაციისა და კითხვარის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს.