ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) ვებინარები 27 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინართა სერიის შესახებ, რომლებიც გაიმართება ამა წლის 27 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს European Federation of Pharmaceutical Industries and Associations (EFPIA)-ის მიერ დაგეგმილ პრეზენტაციებს უახლესი სამედიცინო ინიციატივების, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ. ვებინარების სერია შესანიშნავი შესაძლებლობაა საკონკურსო თემატიკის, კოორდინატორებისა და პროექტისათვის პარტნიორების მოძიების, განაცხადების წარდგენისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებულთათვის. IMI, ასევე, გამართავს ვებინარს მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. პრეზენტაციები გამოქვეყნდება ვებინარების ჩანაწერთან ერთად.
დეტალური ინფორმაცია და თარიღები ვებინარების სერიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.