შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

იუნესკო-იაპონიის პრიზი განათლებაში მდგრადი განვითარებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  იუნესკო- იასპონიის 2019 წლის საპრიზო კონკურსის შესახებ განათლების მდგრადი განვითარებისათვის (ESD) 150 000 აშშ დოლარის დაფინანსებით 3 ლაურეატზე.

პრიზის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს კონკრეტული ESD პროექტით ან პროგრამით, რომლებიც მინიმუმ 4 წელია მიმდინარეობს.

პრიზისათვის შეირჩევიან იუნესკოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე წარდგენილი ნომინანტები. 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი ქვეყნის იუნესკოს ეროვნულ კომისიას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ოფიციალურად თანამშრომლობენ იუნესკოსთან.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: