„კონკორდი 2017“ - მე-6 ევროპული კონფერენცია კორპორაციულ კვლევებზე, განვითარებასა და ინოვაციებზე
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მე-6 ევროპული კონფერენციის „კონკორდი 2017“ შესახებ, რომელიც ჩატარდება 27-29 სექტემბერს, ქალაქ სევილიაში. განსახილველ საკითხებს შეადგენს კორპორაციული კვლევები, განვითარება და ინოვაციები. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში კონფერენცია უმასპინძლებს მკვლევრებს ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 30-მდე უნივერსიტეტიდან და ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.
პლენარულ და პარალელურ სხდომებს, აგრეთვე, დაესწრებიან: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კორპორაციები, აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისის, (US Patent and Trademark Office), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკომისიის (European Commission) წარმომადგენლები .
კონფერენცია ორგანიზებულია ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრისა (Joint Research Centre of the European Commission) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.
რეგისტრაცია უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.