შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსი “Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”

კონკურსი “Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური  სამინისტრო (BMBF) 2009 წლიდან აცხადებს პრესტიჟულ კონკურსს “Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”, საერთაშორისო იდეების გაცვლის პოპულარიზაციისთვის. ჯილდო, რომელიც პროფესორ იოჰანა ვანკას პატრონაჟით გაიცემა, ყოველ წელს ერგება 25 ახალგაზრდა მკვლევარს მთელი მსოფლიოდან. გამარჯვებულები სხვადასხვა მეცნიერული დარგიდან შერჩეულნი არიან გამორჩეული მიღწევების გამო საზოგადოების მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით. 2017 წელს, კონკურსის თემაა „მდგრადი წარმოება და მოხმარება“. მიუხედავად ამისა, განაცხადის წარდგენა შეუძლია მეცნიერების ნებისმიერი მიმართულების წარმომადგენელს. საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლ ვადაა 2017 წლის 27 მაისი.

მოთხოვნები განაცხადის წარმდგენთათვის:

  • ირიცხება მაგისტრატურაზე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ან მასთან გათანაბრებული არაუმეტეს სამი წლის წინ;
  • ფლობს ინგლისურ ენას უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • არ არის გერმანიის მოქალაქე ან რეზიდენტი;
  • აქვს საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალი ნიშნები;
  • ყურადღებას ამახვილებს მდგრად განვითარებასა და ინტერდისციპლინურ მიდგომაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

იხილეთ კონკურსის პრეს-რელიზი და აღწერა

DLR Project Management Agency/European and International Cooperation

E-mail: greentalents@dlr.de

 

იხილეთ კონკურსის პრეს-რელიზი და აღწერა.