შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების (RDI) პირველი ვებინარი „ინოვაციების სტრატეგია RDI პროექტებში: თქვენი კვლევის ეფექტის მაქსიმალურად გაძლიერება“

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პირველი RDI ვებინარის შესახებ. ვებინარი „ინოვაციების სტრატეგია RDI პროექტებში: თქვენი კვლევის ეფექტის მაქსიმალურად გაძლიერება“ გაიმართა 2017 წლის 11 აპრილს. მოწვეულმა სპიკერებმა, სვეტლანა კლესოვამ და პეტერ ჰაეფნერმა, 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს ინოვაციების სტრატეგიის კომპონენტებზე. ზემოთხსენებული ვებინარი პირველი იყო ექვსნაწილიანი ვებინართა სერიიდან RDI-სთან დაკავშირებულ თემებზე.

ვებინარს დაესწრო 40 მონაწილე ექვსივე აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნიდან. მონაწილეებს შორის იყვნენ ტექნოლოგიების მენეჯერები, მკვლევრები, უნივერსიტეტების პერსონალი, კვლევით ცენტრები და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლები.

შემდეგი RDI ვებინარი, რომელიც დეტალურად განიხილავს ინოვაციების სტრატეგიას RDI პროექტებში, გაიმართება 2017 წლის სექტემბერში.

ვებინარის ჩანაწერი განთავსებულია EAP PLUS Youtube Channel-ზე. ვებინარის დროს გამოყენებული პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: პრეზენტაცია - Svetlana Klessova;  პრეზენტაცია: Peter Häfner