შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა

ა.წ. 17 მარტს 15 საათზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  (ალექსიძის ქ.N1 მე-3  სართული) გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსთან დაკავშირებული  საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან  ქ.თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და ზუსტ დასაბუნებისმეტყველო სამეცნიერო მიმართულების პედაგოგები.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“ ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად.