შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერების და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია

 

რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერების და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის შესახებ .

2022 წელს საქართველო  გახდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიებში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის COST-ის სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია COST Actions (აქციების) მეშვეობით მხარს უჭერს მკვლევრებს შორის საერთო ინტერესის სამეცნიერო-კვლევით თემებზე, საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების გაძლიერებასა და გაფართოებას - კვლევითი ქსელების ფორმირების გზით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2024 წლის მაისში დამტკიცდა COST-ის 60 ახალი აქცია, რომელიც მულტიდისციპლინურია და თითქმის ყველა სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით.

COST აქციები განსხვავდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისგან, რადგანაც აქციები შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მკვლევრებს, არა მხოლოდ მომზადების ეტაპზე გახდნენ კვლევითი ქსელის მონაწილეები, არამედ COST ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩაერთონ უკვე მოქმედ კვლევით ქსელებში და მონაწილეობა მიიღონ ქსელის მიერ დაგეგმილ რომელიმე სამუშაო ჯგუფის აქტივობებში.  

თანდართულ ფაილში შეარჩიეთ თქვენი სამეცნიერო კვლევის შესატყვისი კვლევითი ქსელი. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სამუშაო ჯგუფი და ჩაერთეთ მის საქმიანობაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო COST ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია, დაინტერესებულ მკვლევრებს ასევე აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა  მათ მიერ შერჩეული COST აქციის მართვის პროცესებში, და ამ მიზნით, გახდენ კონკრეტული აქციის მართველი კომიტეტის წევრი, დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ნათია გაბიტაშვილს (COST-ის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში), ასევე რუსუდან არველაძეს (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, კონსულტანტი). 

 იხილეთ დამატებითი ინფორმაცია : დანართი 1; დანართი 2;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნათია გაბიტაშვილი - ngabitashvili@mes.gov.ge; მობ: 577 097 800 

რუსუდან არველაძე - rarveladze@mes.gov.ge; მობ: 599 92 60 33