შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამის შესახებ.

სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) იწვევს მეწარმეობისა და ინოვაციის სფეროში დაინტერესებულ პირებს მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამის (STEP) ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა STEP Georgia ხელს შეუწყობს დამწყებ კომპანიებს ბიზნესის განვითარების სტრატეგიის დახვეწასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებთან დაკავშირებაში. პროგრამა STEP Georgia ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამის (STEP) ვებგვერდს

https://www.stepgps.com/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივლისი.  

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ გაგზავნოთ მისამართზე: stepge@crdfglobal.org