შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოთხრობების ნოველეტების კონკურსი მეცნიერების თემატიკაზე: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“

მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;

II ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;

III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს. კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით) ელ. ფოსტაზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებზე იხილეთ ბმულზე: http://writershouse.ge/geo/new/1506