ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის
შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (NATO SPS) იწყებს განაცხადების მიღებას მრავალწლიანი პროექტებისა და ღონისძიებებისთვის (Advanced Research Workshops, Advanced Training Courses and Advanced Study Institutes).
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.nato.int/cps/en/natohq/172942.htm
განაცხადის შევსებისას გთხოვთ, იხილოთ ბმულზე განთავსებული სახელმძღვანელოები და შაბლონები. დასაშვებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადები.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 თებერვალი 23:59 ცენტრალური ევროპის დროით.