შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ოკრიჯთან ასოცირებული უნივერსიტეტებთან (ORAU) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და

ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან

 

თარიღი: 7 ივნისი,  16:00 სთ, 2016

ადგილი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მ. ალექსიძის ქ. 1. III სართ.

მიმდინარე წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართება შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა,  Oak Ridge Associated Universities (ORAU) - ვიცე პრეზიდენტი, ბატონ ტონი ლესტერი.  შეხვედრა დაეთმობა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას.

ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულშესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის უზრუნველყოფისთვის.

ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია  და სხვ.

2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.  მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია. 

ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობა შეფასების ობიექტურობსა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა

 

7 ივნისის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებს წარმომადგენლები და მეცნიერები.

საკონტაქტო პირები ფონდიდან:

თათია მჟავანაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (mzhavanadze@rustaveli.org.ge; 555438107)

მარიამ ქებურია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახური (keburia@rustaveli.org.ge; 591111215)