შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული პროგრამის სასემინარო სერიები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ონლაინ სემინარის შესახებ.

სემინარი გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და დარგობრივი მეცნიერებების სკოლის, ქართული პროგრამის ფარგლებში.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული პროგრამა წარმოადგენს, რუსეთის, ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი მეცნიერებების განყოფილების ერთ-ერთ დარგობრივ პროგრამას, რომლის მიზანია:

 

  • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მათ შორის თანამედროვე ისტორიაში, საქართველოს შესახებ კვლევისა და კვლევის კოორდინირების ხელშეწყობა;
  • უმასპინძლოს პოსტდოქტორანტებს საქართველოდან, ერთ წლამდე ვადით;
  • ორგანიზება გაუწიოს სემინარებს და სხვა შეხვედრებს ქართული თემატიკით და ფართო საზოგადოებას გააცნოს მომხსენებლები საქართველოდან;
  • გაერთიანებულ სამეფოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული კვლევებისა და კვლევების პროფილის ამაღლება სხვა და სხვა მიმართულებების მქონე უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გზით;
  • საქართველოსთან დაკავშირებული მასალებისა და წყაროების განსაკუთრებით ბოდლიანის ბიბლიოთეკის კოლექციების პოპულარიზაცია, საქართველოსა და რეგიონში.

სემინარში მონაწილეობას ღებულობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივ კვლევით კონკურსში გამარჯვებული პროექტები.

სემინარების დაიწყება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს და დასრულდება 25 ნოემბერს. სემინარების ჩატარდება სრულად დისტანციურ ფორმატში, ონლაინ პლატფორმა „ზუმი“-ს გამოყენებით.

 

სემინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.

დეტალური ინფორმაციისა და პროგრამის გასაცნობად გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.