შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პოპულარული ლექციების სერია თემაზე: „საუბრები მიკრობიოლოგიაზე“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოპულარული ლექციების სერიის შესახებ. 

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად გეგმავს პოპულარული ლექციების სერიას თემაზე: „საუბრები მიკრობიოლოგიაზე“.

ლექციებს წაიკითხავენ დარგის წამყვანი მეცნიერები. ლექციების სერია განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე მიკრობიოლოგიის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

სამეცნიერო ლექციების სერია ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე, 2022 წლის 2 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით.

 

ლექციები განთავსდება ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის ვებგვერდსა (www.aetbilisihub.org) და სოც. ქსელში (https://www.facebook.com/AEtbilisihub/).