შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას COST-ის ასოციაციის აქციების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას COST-ის ასოციაციის აქციების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების - Open Call for new COST Action proposals შესახებ.

ათვლა ოფიციალურად დაიწყო, COST Action -ის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად არის ზუსტად 6 თვე, 2023 წლის 25 ოქტომბერს, 12.00 საათზე შეწყდება განაცხადების მიღება.

COST Action არის ინტერდისციპლინარული კვლევითი ქსელი, რომელიც აერთიანებს მკვლევარებსა და ნოვატორებს, რათა მკვლევარებმა  4 წლის განმავლობაში იმუშაონ კვლევით პროექტზე.

კონკურსი ღიაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა სფეროსთვის, მათ შორის ახალი და განვითარებადი სფეროებისთვის.

COST Action-ის დაფინანსება ფარავს ქსელური საქმიანობის ხარჯებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ღონისძიებების, მოკლევადიანი სამეცნიერო მისიების, სასწავლო სკოლების, საკომუნიკაციო აქტივობების და ვირტუალური ქსელის ინსტრუმენტების დასაფინანსებლად.

  • შეიტყვეთ მეტი COST -ის კონკურსების შესახებ: https://bit.ly/3wpWEgI
  • შეუერთდით ონლაინ COST Info Day-ს 24.05 დილის 10 საათიდან , თუ როგორ უნდა წარადგინოთ თქვენი COST Action წინადადება: https://bit.ly/3FC7DHC