საჯარო სამსახურში დასაქმებული რედაქტორებისათვის ტრენინგების შესახებ, ახალი სალიტერატურო ნორმების მიღების, მათი დანერგვისა და გამოყენების მიზნით
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საჯარო სამსახურში დასაქმებული რედაქტორებისათვის ატარებს ტრენინგს ახალი სალიტერატურო ნორმების მიღების, მათი დანერგვისა და გამოყენების მიზნით.
ტრენინგზე განსახილველი საკითხები:
- უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ძირითადი კრიტერიუმები;
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სხვა ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები;
- უცხოური საკუთარი სახელების ქართულ ენაზე დაწერილობის საკითხები;
- ქართული საკუთარი სახელების უცხოურ ენებზე დაწერილობის საკითხები;
- სალიტერატურო ენის სხვა განახლებული ნორმები;
- ოფიციალური დოკუმენტაციის სტილისტიკის საკითხები.
ტრენინგი გაიმართება მიმდინარე წლის 14 და 16 თებერვალს.
გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებებს, აღნიშნული კითხვარი გააცნონ სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დასაქმებულ რედაქტორ-კორექტორებს.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSev9tQfBDS_jpnnOWiBHvffbGDmmdOQf7PRDiy_DhMF67oIEQ/viewform