შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საგრანტო სქემა კლასტერებისთვის, განაცხადების მიღება დაიწყო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის - EaP Plus ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო სქემის შესახებ. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 15 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

EaP Plus საგრანტო სქემა ჩამოყალიბდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაფართოების მიზნით. სქემა ორიენტირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლასტერების გაძლიერებაზე.

პროექტის არგლებში - EaP Plus გაიცემა 6 გრანტი, 10 000 ევროს ოდენობით. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ კლასტერებსა და მათ თანაბარ ინსტიტუტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ პირობებს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • თანხმობის ხელმოწერილი და დათარიღებული წერილი ევროპის პარტნიორი კლასტერის ორგანიზაციიდან;
  • ევროკავშირისა და EaP კლასტერების მოკლე პრეზენტაცია (PDF, PPT), ევროკავშირის კლასტერის ECCP პროფილის ბმული/screenshot მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.  

საგრანტო სქემასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კოორდინატორს:  
Ms. Morgane Veillet Lavallée

ელ-ფოსტა: m.veilletlavallee@inno-group.com

 

უფრო ვრცლად საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის - EaP Plus ვებ-გვერდი.