შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში არსებული დაფინანსების შესახებ

 

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით(ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: ERC.NCP@rustaveli.org.ge

რეგისტრაციის დროს, გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

-         სახელი, გვარი;

-         სამეცნიერო ხარისხი (მაგ. ფიზიკის მეცნიერებათა/ ბიოლოგიის დოქტორი)

-         ორგანიზაცია (უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი);

-         საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელ.)

პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

(მისამართი: ალექსიძის ქ. #1, თბილისი, 0193).

პრეზენტაციის ხანგრძლივობა: მოხსენება - 45 წუთი, დამატებით გათვალისწინებულია კითხვა-პასუხი. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

პროფ. მარტ საარმას რეზიუმე იხილეთ ბმულზე.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ანიმაციურ ვიდეორგოლს.